Alarmo არის ბრენდი, რომელიც მეგობარი ბრენდებისთვისა და მათი წარმომადგენლებისთვის ქმნის უსაფრთხო გარემოს.

ჩვენი, უკვე არსებული, ბევრი მეგობარი სწორედ ასე აღგვიქვამს, მაგრამ გვსურს, რომ კიდევ და კიდევ ბევრმა გაგვიცნოს. შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური მიზნები განპირობებულია საქმის მიმართ პროფესიონალიზმით, ადამიანების მიმართ ემპატიითა და სივრცეებისთვის უსაფრთხოების შექმნის ძლიერი სურვილით.

ჩვენი ბრენდის შექმნას წინ ბევრი გამოცდილება და კვლევა უძღოდა. სწორედ ასე შევძელით საამაყო გუნდის ჩამოყალიბება, რომელთა შედეგებსა და შემოქმედებას ყოველდღიურად ვხვდებით ყველასთვის ნაცნობ სივრცეებში.

მალე გვინდა, რომ ქვეყნის ფარგლებსაც გავცდეთ და ეს სიამაყე ახალ უცხოელ მეგობრებამდეც მივიტანოთ.

გარდა იმისა, რომ მეგობრების საქმიანობის ყველა დეტალს ყურადღებას ვაქცევთ, რაც სახანძრო სიტუაციების მაქსიმალურ პრევენციას უწყობს ხელს – ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღია და უშუალო კომუნიკაცია, რადგან სწორედ კომუნიკაციას
მივყავართ ჯანსაღ ურთიერთობებამდე.

ნამდვილ მეგობართან თავს უსაფრთხოდ გრძნობ – მას შეუძლია მიგიღოს ისეთი როგორიც ხარ, გაანალიზოს შენი სიტუაცია და თანადგომა გამოგიცხადოს მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად გჭირდება – ჩვენც სწორედ ასე ვიქცევით.