შენობის მახასიათებლებზე დამოკიდებულია სახანძრო სისტემების განთავსება, რომელსაც თავის მხრივ, წინ უნდა უძღვოდეს სახანძრო პროექტირება, რადგან იგი უზრუნველყოფს უსაფრთხოების გეგმარებას თქვენს ობიექტზე და გიმარტივებთ კანონმდებელთან ურთიერთობას.

სახანძრო დეტექცია – აღიქვამს ხანძრისგან წარმოქმნილ კვამლს, რომლის შემდეგად ირთვება განგაში. სწრაფი რეაგირება მნიშვნელოვანია როგორც სივრცის თანამშრომლებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.

არსებობს ორგვარი დეტექცია: სამისამართო და არასამისამართო; რომელიც თავის მხრივ იყოფა კაბელიან და უკაბელო სისტემებად.

სამისამართო სისტემა  – ზუსტად მიგვანიშნებს წარმოქნილი ხანძრის კერის ლოკაციაზე, რათა ეფექტურად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია.

არასამისამართო დეტექცია – ინფორმაციას იძლევა სივრცის მხოლოდ ზონალურ ლოკაციაზე და განკუთვნილია მცირე ზომის სამუშაო სივრცეებისთვის.

ინფორმაცია განგაშის წერტილის შესახებ თვალსაჩინოა სამართავ პანელზე, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს, მონიტორინგს უწევს სივრცის უსაფრთხოებას და ხანძრის შემთხვევაში დაუყონებლივ ატყობინებს ამის შესახებ შესაბამის პასუხისმგებელ პირს.

გახმოვანება – ხანძრის შემთხვევაში ირთვება სპეციალურად ჩაწერილი შეტყობინება, რომლის მთლიანი შინაარსი, ისევე როგორც გასახმოვანებული ენები შესაძლოა შერჩეული იყოს ობიექტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

ჰიდრანტები – სახანძრო შლანგით მარტივად არის შესაძლებელი წყლის ჭავლის მიშვება ცეცხლის კერაზე. მათ განთავსებამდე მუშაობისთვის საჭიროა ისეთი დეტალების განსაზღვრა, როგორებიცაა: წნევა, შლანგის სიგრძე, სახანძრო ბოქსებს შორის დაშორება, სანასოსე სისტემის დამატება და ა.შ.