ახალი ცეცხლმაქრები სარგებლობენ 2 წლიანი გარანტიით – ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი რეკომენდირებულია მათი შემოწმება და გადამუხტვა.

ჩვენი სერვისი შემდეგ პროცედურებს მოიცავს: ტრანსპორტირების შემდეგ იწყება ცეცხლმაქრების დაშლა და დეტალური ანალიზი. 

თუკი ცეცხლმაქრი ექვემდებარება ექსპლუატაციას, ხდება მისი გადამუხტვა და ობიექტზე დაბრუნება, ხოლო თუ იგი ჩასანაცვლებელია – გიგზავნით ახალ ცეცხლმაქრს. იმ შემთხვევაში, თუ  ცეცხლმაქრი დაზიანებულია და იძლევა შესაძლებლობას მცირე ნაწილის გამოცვლით დაბრუნდეს ექსპლუატაციაში – ვიქცევით შესაბამისად.