მნიშვნელოვანია, რომ საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებს შეეძლოთ პირველადი დახმარების გაწევა, რისთვისაც აუცილებელი და რეკომენდირებულია ამ ყველაფრის კვალიფიცური ცოდნა და პრაქტიკები.

სწავლებებს საერთაშორისოდ სერთიფიცირებული სპეციალისტი გაუძღვება, რომელიც მსოფლიოს უახლეს სამედიცინო სტანდარტებს მუდმივად ითვისებს და ანახლებს.

პირველადი დახმარების პრაქტიკული სწავლებების წარმატებით გავლის შემდეგ, თითოეულ თანამშრომელს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც მას აძლევს 2 წლიან უფლებას მიღებული თეორიული და პრაქტიკული სწავლებების შედეგად მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს საფრთხეში მყოფი ადამიანების დასახმარებლად.