საევაკუაციო გეგმების ბეჭდვა
სწორად მომზადებული და თვალსაჩინოდ განთავსებული საევაკუაციო გეგმა უსაფრთხო გარემოს აუცილებელი ნაწილია.
ვამზადებთ და ვბეჭდავთ თანამედროვე, მარტივად წასაკითხ გეგმებს თქვენი სივრცისთვის. ინდივიდუალური დიზაინი, ბრენდთან შესაბამისი სტილი და მაღალი ხარისხის მასალები – ჩვენი უპირატესობებია.
🎨 თითოეული პროექტი იქმნება ინდივიდუალურად. დიზაინს, ფერებსა და ფორმატს ვარჩევთ თქვენი სივრცის მიხედვით.
ბეჭდვისთვის გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ და ელეგანტურ გადაწყვეტას:
- ლამინაციით დაცული გეგმა — გამძლე და მარტივი გასაწმენდი
- ქაფმუყაოზე ბეჭდვა — მსუბუქი და ესთეტიკური
- დიზაინერული ჩარჩოები — ინტერიერთან შერწყმული სტილი
- ფოსფორული ნათება — ჩანს სიბნელეშიც
- დიბონდი (ლითონის ეფექტით) — თანამედროვე და გამძლე არჩევანი
- ორგ. მინაზე დამზადება — გამჭვირვალე, გამძლე და თანამედროვე ვიზუალით
📞 დაგვიკავშირდით და ერთად შევქმნათ საევაკუაციო გეგმა, რომელიც იქნება პროფესიონალურად მომზადებული, ვიზუალურად დახვეწილი და სრულად მორგებული თქვენს ბრენდზე.
