სახანძრო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული სწავლება

ხანძრის პრევენცია იწყება ცოდნით.
ჩვენ გთავაზობთ სახანძრო უსაფრთხოების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ თქვენი თანამშრომლები მზად იყვნენ რეალურ სიტუაციაში სწრაფი და სწორი რეაგირებისთვის.

🎓 პროგრამის მიზანია:

  • თანამშრომელთა ინფორმირებულობის ამაღლება ხანძრის საშიშროების შესახებ;
  • უსაფრთხოების წერების ცოდნა ხანძრის პრევენციისთვის;
  • სწორი ქცევის ჩამოყალიბება საგანგებო შემთხვევებში;
  • სახანძრო ინვენტარის გამოყენების პრაქტიკული სწავლება;
  • ევაკუაციის პროცესის ეფექტურად განხორციელება სხვადასხვა სცენარის პირობებში.

ჩვენი ტრენერები არიან სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საგანგებო სიტუაციების მართვაში, ასევე ტრენინგების ჩატარებაში.


სწავლება ტარდება როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად, რეალური მაგალითების და სიმულაციების გამოყენებით.

📋 რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ:

  • სწავლების პროგრამა სრულად შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებსა და რეგულაციებს;
  • ტრენინგი ტარდება თქვენს ობიექტზე, სივრცეში მარივი ორიენტირებისთვის;
  • პროგრამა მორგებულია კონკრეტული საქმიანობის ტიპზე (ოფისი, საწარმო, სკოლა, სასტუმრო და სხვ.).

🔥 სწორი მომზადება იცავს სიცოცხლეს, ამცირებს ზიანს და ზრდის უსაფრთხოების დონეს ორგანიზაციაში.

📞 დაგვიკავშირდით დღესვე.  ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი გუნდი მზად იყოს ნებისმიერი სიტუაციისთვის.