ფხვნილოვანი ცეცხლმაქრები ABCE
57,00 ₾
ფხვნილოვანი ცეცხლმაქრები არის უნივერსალური და ყველაზე ფართოდ გამოყენებადი სახანძრო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლის სწრაფ ჩაქრობას სხვადასხვა ტიპის ხანძრის დროს. სპეციალური ფხვნილი აჩერებს წვის პროცესს და ეფექტურია როგორც მყარი მასალების, ისე სითხეების და აირების აალებისას.
გამოყენების სფეროები:
შესაფერისია A, B, C და E კლასის ხანძრის ჩასაქრობად (მყარი ნივთიერებები, აალებადი სითხეები, აირები და ელექტროობა).
შენახვის პირობები:
- ინახება მშრალ და კარგად ვენტილირებად გარემოში
- დაცული უნდა იყოს ტენიანობისა და მექანიკური დაზიანებისგან
- აუცილებელია პერიოდული ვიზუალური შემოწმება და დროული ტექნიკური მომსახურება. შეძენიდან 2 წელში და შემდგომ წელიწადში ერთხელ გადამუხტვა
ექსპლუატაციის ვადა:
ფხვნილოვანი ცეცხლმაქრის ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 10 წელს, სათანადო შენახვისა და რეგულარული შემოწმების პირობების პირობებში.
ფასები:
- 2 კგ ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი – 30 ₾ (ავტომობილისთვის)
- 4 კგ ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი – 57 ₾
- 5 კგ ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი – 67 ₾
- 6 კგ ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი – 77 ₾
- 8 კგ ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი – 85 ₾
- 10 კგ ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი – 95 ₾



